ტურისტული კომპანია გთავაზობთ, სპეციალურ ტურს - "მესხური ბრენდი"
ტურისტული კომპანია გთავაზობთ, სპეციალურ ტურს - "მესხური ბრენდი". ტური გულისხმობს მესხეთის (სამცხე-ჯავახეთის) მონახულებას (ახალციხე - ციხე-ქალაქი რაბათი, საფარის სამონასტრო კომპლექსი, ხერთვისის ციხე-სიმაგრე, ვანის ქვაბები, კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ზემო ვარძიის დედათა მონასტერი და ფოკის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი); ტურის განმავლობაში დააგემოვნებთ ძველ მესხურ ტრადიციულ კერძებს, ნამდვილ მესხურ ღვინოს (რომელიც 4 საუკუნის წლოვანების ვაზისაგანაა დაწურული) და მესხურ (თუთის, შინდის, ჭანჭურის...) არაყს. ტურის დასასრულს ვესტუმრებით ფოკის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერს (მონასტრის მეურნეობა ამზადებს სხვადასხვა სახეობის უგემრიელეს ყველს, ზეთებს, სანელებლებს და სხვა.). ტურის მსვლელობისას შეგიძლიათ შეიძინოთ მესხური ბრენდები და დააგემოვნოთ მეგობრებთან/ოჯახთან ერთად.
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ, ერთად დავგეგმოთ თქვენი ტური - კონტაქტი.
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ, ერთად დავგეგმოთ თქვენი ტური - კონტაქტი.