სამცხე-ჯავახეთის რაიონების ზოგადი დახასიათება
ადიგენის რაიონი:
ფართობი 799,5 კვ.კმ, მოსახლეობა 200752 (ქართველი 95,7%, სომეხი 3,4%,), 15 საკრებულო, 55 სოფელი. მანძილი ახალციხიდან 236კმ.
დაბა ადიგენი, ადიგენის რაოინული ცენტრი, მდებარეობს ახალციხის ქვაბულში მდ. ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე ზ.დ. 1240 მ. სიმაღლეზე.
ჰავა ზომიერად ნოტიო, ზამთარი ცივი, ზაფხული კი ხანგრძლივი და გრილი.
გოდერძის უღელტეხილის გავლით რაიონზე გადის ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზა, ხოლო მესხეთის ქედის ზეკარის უღელტეხილზე გადის აბასთუმანი-ბაღდათის გზა.
რაიონის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს ტყის ხშირი საფარი, რამდენიმე ტბა, ცხოველთა მრავაფეროვნება.
დაბაში ფუნქციონირებს საავადმყოფო, აფთიაქი, სასადილოები, ავტოსადგური.
ასპინძის რაიონი :
ფართობი 825,3 კვ.კმ., მოსახლეობა 13 010 (ქართველი 82,0%, სომეხი 17,5%), 12 საკრებულო, 23 სოფელი. მანძილი ახალციხიდან 32 კმ, თბილისიდან - 239 კმ.
დაბა ასპინძა მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების მტკვრისა და ოთის შესართავთან, 1090 მ. ზ.დ-დან. ჰავა მთის სტეპი. ზამთარი ცივი, ზაფხული კი ხანგრძლივი და თბილი.
ასპინძაზე გადის ახალციხე-ახალქალაქის გზა. დაბაში არის ადგილობრივი მნიშვნელობის ბარნეოლოგიური კურორტი, რომელიც გამოიყენება მენჯ-სახსრის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
დაბა ასპინძაში არის IX-XI საუკუნეების ციხის ნანგრევები, ასპინძა ერთ-ერთი უძველესი დასახლებული პუნქტია საქართველოში (888წ-დან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში) და შესაბამისად ბევრია ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები.
ახალქალაქის რაიონი:
ფართობი 1235,0 კვ.კმ., მოსახლეობა 60 975 (ქართველი 5.3%, სომეხი 94.3%), 22 საკრებულო, 64 სოფელი. მანძილი ახალციხიდან 71 კმ, თბილისიდან 278 კმ (ახალციხის გავლით).
ქ. ახალქალაქი მდებარეობს მდ. ფარავნისა და მურჯახეთის შესართავთან ზ.დ. 1750 მ. ჰავა- მთის სტეპი. ზამთარი ცივი, ზაფხული გრილი. ახალქალაქის ზღუდეთა შენებას მეფე ბაგრატ IV-ს მიაწერენ, VII-IX სს.
ქალაქში არის პარკი, მუზეუმი, საავადმყოფო, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური, სასტუმროები.
ახალციხის რაიონი:
ფართობი 1010,3 კვ.კმ., მოსახლეობა 46 134 (ქართველი 62 %, სომეხი 36 %), 16 საკრებულო, 47 სოფელი. მანძილი თბილისამდე 203 კმ.
ქ. ახალციხე წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ცენტრს. გაშენებულია მდ. ფოცხოვის ნაპირებზე, ახალციხის ქვაბულში, ზ.დ. 1000 მ. ჰავა მთის სტეპი, ზამთარი ცივი, ხოლო ზაფხული ხანგრძლივი და თბილი. ქალაქში არის მენჯ-სახსრის, პერიფერიული ნერვიული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ბალნეოლოგიური კურორტი.
ქალაქში ფუნქციონირებს მუზეუმი, თსუ მესხეთის ფილიალი, სახელმწიფო დრამატული თეატრი, სასტუმროები, რესტორნები, ბარები, აფთიაქები, საავადმყოფო, ბანკები, რკინიგზის სადგური, ავტოსადგური.
ახალციხე ისტორიულ წყაროებში XI-ს-დან იხსენიება, თუმცა არქეოლოგურმა გათხრებმა ამირანის გორაზე ცხადყო რომ აქ დასახლება უხსოვარი დროიდან არსებობდა. ქალაქის ძველ უბანში - რაბათში არის წმ. მარინეს ქართული ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, სომხური გრიგორიანული ეკლესია, სინაგოგა, მეჩეთი, აბანოები, რაბათის IX საუკუნის ციხე და სხვა.
ახალციხეზე გადის თბილისი-ერევნის, თბილისი-ანკარას და ასევე გოდერძის უღელტეხილით ბათუმის საავტომობილო გზები. ასევე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენი. შენდება 2 უძლიერესი ჰიდრო ელექტრო სადგური.
ბორჯომის რაიონი:
ფართობი 1189,0 კვ.კმ., მოსახლეობა 32 422 (ქართველი 84,2 %, სომეხი9,6%, ოსი 2,2%, რუსი 1,85%, ბერძენი 1,7%), 12 საკრებულო, 38 სოფელი. მანძილი ახალციხიდან 50 კმ., თბილისიდან - 153 კმ.
ბორჯომის რაიონი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშნოვანესი საკურორტო რაიონია. ქალაქი ბორჯომი გაშენებულია მდინარე მტკვრისა და მისი ორი შენაკადის - ბორჯომულასა (შავი წყალი) და გუჯარულას თვალმწარმტაც ხეობებში, ირგვლივ აკრავს მარადმწვანე (ფიჭვი, ნაძვი, სოჭი) ტყით დაფარული მთები. ზ.დ 810 მ-ზე, ზომიერად ცივი ზამთარი და ზომიერად ცხელი ზაფხული.
ბორჯომის ტერიტორიის უძველესი დასახლების სახელწოდებაა ნუა. აქ დასახლების კვალი უძველესი დროიდან ჩანს.
ბორჯომის რაიონში და ქალაქში არის მრავალი სასტუმრო, რესტირანი, ბარი, ბანკები, საავადმყოფოები და აფთიაქები.
ბორჯომის რაიონის კურორტები: ლიკანი, ბაკურიანი, წაღვერი, ბორჯომი, ცემი და სხვა. საკმაოდ კეთილმოწყობილია საოჯახო სასტუმროები ტურიზმისათვის წლის ნებისმიერ დროს.
ნინოწმინდის რაიონი:
ფართობი 1353,9 კვ.კმ., მოსახლეობა 34 305 (ქართველი 1,5%, სომეხი 95,5%, რუსი 3%), 10 საკრებულო, 31 სოფელი. მანძილი ახალციხიდან 91 კმ. თბილისიდან წალკის გავლით - 165 კლ.
ნინოწმინდის რაიონი მდებარეობს ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მაღლა, საქართველოს უკიდურესი სამხრეთით, ერთი მხრივ თურქეთის, ხოლო მეორე მხრივ სომხეთის საზღვარზე. ჰავა ძირითადად მთის სტეპისაა, ზამთარი ცივია და ხანგრძლიავი, ზაფხული კი თბილი.
რაიონი მდიდარია ტბებით: ფარავანი, ხანჩალი, საღამო, მადათაფა, რომლებიც ზამთარში იყინებიან. ზაფხულში მოსახერხებელი და სასიამოვნოა თევზაობა.
ქალაქში ფუნქციონირებს ავტოსადგური, რკინიგზის სადგური, საავადმყოფო, მუზეუმი, რესტორნები, მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები და სხვა. ნინოწმინდაზე გადის ბათუმი-ახალციხე-ერევნის საავტომობილო გზა.