მესხური ლეგენდა
გთავაზობთ მესხურ ღვინოს - "მესხური". ღვინო დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით ახალციხეში (სამცხე-ჯავახეთი) მესხური ვაზის ჯიშების - "მესხური საფერესა" და "ცხენის ძუძუ თეთრისაგან".
ღვინო ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით, სიმსუბუქით და ტიპურობით.
"ცხენის ძუძუ თეთრი" დაკრეფილია ვარძიასთან , უძველეს სოფ. ჭაჭკარში. ვაზის წლოვანება სავარაუდოთ 4 საუკუნეს აღემატება.
ღვინო 2009 წელსაა დაყენებული და სულ ჩამოსხმულია 920 ბოთლი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ : კონტაქტები

ჯავახური ყველი
ფოკის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს ფარავნის ტბასთან ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზე. გადმოცემის თანახმად სწორედ ამ ადგილას შემოვიდა წმ. ნინო საქართველოში და გამოყვა ტბიდან გამომავალ მდინარე ფარავანს. XI საუკუნეში ამ ადგილას ააგეს წმ. ნინოს სახელობის ბაზილიკა, რომელიც მონასტრის მიერ რესტავრირდა 2005 წელს.
ჯავახეთში ისტორიულად მისდევდნენ მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. შავმიწა ნიადაგი და ალპური ბალახი საუკეთესო პირობებს ქმნის შესაბამისი დარგების განვითარებისთვის. მონასტრის მეურნეობამ დაიწყო სხვადასხვა სახეობის ყველის დამზადება, აქ დაცულია ყველის წარმოების ყველა სტანდარტი. რძის ხარისხის, სეზონის, კლიმატური პირობების და სხვა პარამეტრის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, მონასტერმა შეძლო მიეგნო მეთოდისთვის, რომლის საშუალებითაც მიიღო საოცარი ყველი - ჯავახური ცისფერი კეთილშობილი ობით. დღეს წარმოდგენილია 10 დასახელების ყველი, რომელთა მომზადებასაც განსხვავებული დრო და სეზონი ჭირდება.